Nika Sert

freelance All In One

როგორ შევქმნათ ჩვენი ღრუბელი სახლში ან ოფისში ?

როგორ შევქმნათ ჩვენი ღრუბელი სახლში ან ოფისში ?

რა მოწყობილობები არის საჭირო იმისთვის რომ შევქმნათ ჩვენი ღრუბელი?

1.ლინუქსზე ან ვინდოუსზე არსებული კომპიუტერი

2.როუტერი

3.სტატიკური იპ

იმისთვის რომ ნებისმიერი პიროვნებისთვის ეს პროცესი მარტივი იყოს და წვალების გარეშე შეძლოს მან ყველაფრის დაყენება, ვებ სერვერად უნდა გამოვიყენოთ აპლიკაცია რომლის ინსტალაცია ორივე ოპერატიული სისტემისთვისაც მარტივია.

 

https://www.apachefriends.org/ – ვიწერთ აპლიკაციას აქედან ,ვირჩევთ ჩვენს ოპერატიულ სისტემას.(შემდგომში დეტალურად აგიხსნით ლინუქსზე როგორ უნდა დაყენოთ ეს ყველაფერი).

გადმოწერილ აპლიკაციას ვაყენებთ ჩვენს კომპიუტერში.

 

პარამეტრებში დაყენების დროს არ საჭიროებს დამატებით იმფორმაციის შეყვანას ან არსებული პარამეტრების დაყენებას ამიტომ პირდაპირ დააყენეთ ეს აპლიკაცია.

ამოგიგდებთ მზგავს ფანაჯარას და დაეთანხმეთ აქ . დააჭირეთ YES .

შემდგომში NEXT ის ღილაკს.

წესით და რიგით არჩეული უნდა იყოს ყველა კომპონენტი, თუ არჩეული არ იქნება გთხოვთ აირჩიოთ ყველა კომპონენტი და შემდგომში დააჭიროთ NEXT ღილაკს.

თუ გსურთ აპლიკაციის სხვა ფაილში, სხვა ადგილას დაყენება დააჭირეთ მწვანეთ მოცემულ იკონკას და ააირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვე ფაილი რომელშიჩ გინდათ რომ დააყენოთ აპლიკაცია.

და შემდგომში ისევ დააჭირეთ NEXT ღილაკს.

მზგავს ფანჯარას რომ ამოგიგდებთ მიხვდით რომ დააყენა აპლიკაცია და დაჭირეთ FINISH ის ღილაკს.

თქვენი აპლიკაცია უკვე დაყენებულია და უკვე დროა დავიწყოთ პატარა პარამეტრების შეცვლა.

დაყენების შემდგომ მოგვთხოვს ენის არჩევას და აარჩიეთ ინგლისური ენა.

შემდგომში ადმინისტრატორის ბრძანებით ჩართეთ აპლიკაცია.

გაითვალისწინეთ რომ დასაწყისში მხოლოდ უნდა ჩართოთ xampp-control.exe ს აპლიკაცია.

შემდგომში უკვე ამ ფანჯარაზე შესაძლებლობა ვექნება რომ შევასწოროთ ჩვენი პარამეტრები.

და დაჭირეთ Config ღილაკს.

მერე დააჭირეთ Apache (httpd.conf) 

ჩამოდით ქვემოთ და მოძებნეთ ფაილში Listen 80
ის ჩანაწერი.

და 80 შეანაცვლედ 88 ად ან თქვენთვის სასურველ პორტის რიცხვად.

CTRL+S ით შეინახეთ ფაილი და დახურეთ ფანჯარა და აპლიკაცია.

 

თავიდან ჩართეთ აპლიკაცია და START ღილაკით გაუშვით ყველა მოთხოვნილი აპლიკაცია.

 

უკვე დაყენებულია ჩვენი ვებ სერვერი შეგიძლიათ შეამოწმოთ როგორც http://localhost:88 დან ასევე http://127.0.0.1:88 დან , ან თქვენი შიდა IP მისამართიდან.

ეხლა უკვე დროა გადავიდეთ მეორე ეტაპზე და დავაყენოთ ჩვენი ღრუბელ აპლიკაცია.

ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თავის დარგში ერთ-ერთი საუკეთესო აპპი რომლის გამოყენება და რეალიზაცია არის მარტივი.

 

ჩვენ ვიყენებთ NEXTCLOUD ს .

რადგან ჩვენ საქმეს ვიმარტივებთ და ვაყენებთ ვებ-სერვერზე და არა პირდაპირ სერვერებზე ამიტომ ნექსტქლაუდი უნდა დავაყენოთ ვებ ინსტალერით, ამისთვის საჭიროა https://nextcloud.com/install/#instructions-server ამ ბმულიდან გადავიდეთ Web-Installer ის ველში

 

და შემდგომში გადმოვწეროთ PHP ფაილი რომლის მეშვეობითაც უნდა დავაყენოთ ჩვენი აპლიკაცია.


დაჭირეთ ,პირველ ჩამონათვალში არსებულ Click here ის ღილაკს , აირჩიეთ ფაილი სადაც უნდა შეინახოთ თვენს კომპიუტერში და დახურეთ ფანჯარა.

უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლო მიზნისთვის.

უკვე გადმოწერილი ფაილი უნდა ჩავაგდოთ ჩვენს მიერ დაყენებულ ვებ სერვერში რომ ის შევძლოთ ბმულით გახსნა და შემდგომში ინსტალირება.

თუ თქვენ იყენებთ ვინდოუს თქვენი ვებ-სერვერის ფაილი იქნება : C:\xampp\htdocs\.

აქვე დააკოპირეთ ან ჩააგდეთ თქვენს მიერ გადმოწერილი ფაილი : setup-nextcloud.php

და შემდგომში გახსენით თვენი ვებ სერვერი ბრაუზერით . http://localhost:88/setup-nextcloud.php

 

 


თქვენს წინაშე იქნება მზგავსი ფანჯარა.

აქ გვეკითხება იმას თუ რომელ ფაილის ქვეშ გვინდა დავაყენოთ ჩვენი აპლიკაცია ანუ მაგალითად ჩვენ თუ აქ ჩავწერთ ; cloud ს ის შემდგომში გაიხსნება http://localhost:88/cloud ის ბმულის ქვეშ და თუ გვინდა რომ არსებულ ადგილას ანუ არანაირი ფაილის ქვეშ არ დაყენდეს ჩვენი აპლიკცია მაშინ მხოლოდ უნდა ჩავწეროთ წერტილი ” . ” და დაჭირეთ NEXT ის ღილაკს.


შემდგომში ამოგვიგდებს ფანჯარას იმის შესახებ რომ აპლიკაცია დაყენდა და აქაც დააჭირეთ NEXT ს.


უკვე იმის დრო არის რომ ჩვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი და პაროლი შევიყვანოთ ჩვენი ანგარიშისთვის , და ქვემოთ კი დატა ფაილის შენახვის ადგილი.

სურათში როგორც არის ჭარეთ პირდაპირ;  ‘/var/nextcloud/data’.

უკვე დაყენდა, თუ უფრო დეტალური იმფორმაცია მოითხოვა დააჭირეთ ამ ღილაკს.

 


როგორც ხედავთ ჩვენი აპლიკაცია უკვე მზად არის.

ეხლა კი შევიყვანოთ IP მისამართის პარამეტრები რომ ჩვენი ფაილები მისაწდომი იყოს ყველა წერტილიდან სადაც კი ინტერნეტი არსებობს.

ამისთვის უნდა შეხვიდეთ თქვენ მთვარ როუტერზე. ჩემი როუტერის მისამართი არის

http://192.168.1.1

როუტერის მისამართის სანახავად შეგიძლიათ ჩართოტ CMD და შეამოწმოთ მანდ ipconfig ის მეშვეობით და Default Geteway ი ნახოთ თქვენი.

მე ვიეყენებ TP-Link 450M ის როუტერს და ამაზე განახებთ თუ შიდა IP როგორ უნდა გაუშვათ გარე IP იზე პორტით.


გაიარეთ ავტორიზაცია.


შემდგომში შედით FORWARDING ში და მანდედან VIRTUAL SERVER ში .


 

შეამოწმეთ ხელ ახლა xampp ი რომელ კომპიუტერშიც აყენია მისი IP მისამართი.

დააჭირეთ დამატების ღილაკს Add New.


 

Service Port ში შეიყვანეთ ის პორტი რომელიც გინდათ რომ გარე IP მისამართს ჰქონდეს.

მაგ; 111.111.111.111:8080


Internal Port ში შეიყვანეთ შიდა პორტი რომელიც xampp ის დაყენების დროს მივუთითეთ ანუ ; 88


IP Adress ში კი უკვე xampp ი სადაც აყენია მაგის IP მისამართი შეიყვანეთ,


და დააჭირეთ შენახვას.

უკვე დროა შევამოწმოთ მუშაობს თუ არაა ჩვენი გარე IP მისამართი და ჩვენი ვებ სერვერი .

გარე IP მისამართის ნახვა შეგიძლიათ როუტერიდან და ასევე Google ის მეშვეობით , თუ ჩაწერთ თქვენ MY ip address ს ამოაგდებს თქვენს გარე IP მისამართს.


 

და შემდგომში უკვე ამის გამოყენებით დაუკავშირდით თქვენს სერვერს.

 

http://92.241.95.129:8080

და შეამოწმეთ თქვენი ღრუბელი.

DROP A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *